ახალი ამბები

ჰილარი კლინტონი: ვწუხვარ, რომ ვერ მოვიგეთ ეს არჩევნები

9 ნოემბერი, 2016 • 2226
ჰილარი კლინტონი: ვწუხვარ, რომ ვერ მოვიგეთ ეს არჩევნები

აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა არჩევნებში დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი  გააკეთა. მან ემოციური სიტყვით მიმართა თავის მხარდამჭერებს:

“ვწუხვარ, რომ ვერ მოვიგეთ ეს არჩევნები იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ვიზიარებთ, და იმ ხედვებისთბის, რასაც ვეყრდნობით,” – განაცხადა მან – “მაგრამ მე ამაყი ვარ და მადლიერი… თქვენ ხართ ამერიკის საუკეთესო წარმომადგენლები”.

“ეს მტკივნეულია და დიდხანს იქნება ასე,” – განაცხადა კლინტონმა – “მაგრამ ჩვენი კამპანია არასდროს ყოფილა დაფუძნებული ერთ პერსონაზე ან ერთ არჩევნებზე, ეს იმ ქვეყანაზე იყო, რომელიც გვიყვარს”.

კლინტონმა მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებს, მხარდამჭერბს, ასევე, პრეზიდენტ ობამასა და პირველ ლედის: “ჩვენი ქვეყანა თქვენს წინაშე ვალშია და თქვენი მადლიერია”.

ჰილარი კლინტონმა მიმართა ქალებს: “ყველა ქალს და განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებს მივმართავ, რომლებმაც ირწმუნეს ამ კამპანიისა და ჩემი… მინდა იცოდეთ, რომ სხვა არაფერია ჩემთვის ისე საამაყო, როგორც ის, რომ თქვენი ჩემპიონი ვარ”. კლინტონმა დაამატა: “ახლა მე ვიცი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავამსხვრიეთ ის ყველაზე მაღალი და მძიმე შუშის სახურავი, მაგრამ ერთ დღესაც ამას ვინმე შეძლებს და იმედია, იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ჩვენ ახლა გვგონია.”

ჰილარი კლინტონმა ასევე სიტყვით მიმართა ორად გახლეჩილ საზოგადოებას და წინსვლის საჭიროებას გაუსვა ხაზი: “ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ერი იმაზე უფრო გახლეჩილია, ვიდრე გვეგონა. მაგრამ მე კვლავაც მჯერა ამერიკის და ყოველთვის ასე იქნება. თუკი თქვენც გწამთ ამის, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს შედეგი და ვიყუროთ მომავლისკენ. დონალდ ტრამპი აპირებს, რომ იყოს ჩვენი პრეზიდენტი. ჩვენ ვალდებულნი ვართ, მას გავუნათოთ გონება და მივცეთ მართვის შანსი”

8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი დამარცხდა. აშშ–ის 45–ე პრეზიდენტი რესპუბლიკელების კანდიდატი დონალდ ტრამპი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი