ახალი ამბები

სტოლტენბერგი: მოუთმენლად ველი ტრამპთან ერთად მუშაობას

9 ნოემბერი, 2016 • 1187
სტოლტენბერგი: მოუთმენლად ველი ტრამპთან ერთად მუშაობას

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

“მე ვულოცავ დონალდ ტრამპს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. მე მოუთმენლად ველი მასთან ერთად მუშაობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრანსატლანტიკური კავშირი ძლიერი დარჩეს. ჩვენ ვდგავართ უსაფრთხოების ახალი გამომწვევების წინაშე, ჰიბრიდული ომები, კიბერშეტევბი და ტერორიზმის საფრთხე. ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი გუნდი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ძლიერი ნატო კარგია შეერთებული შტატებისთვის და ევროპისთვის. ჩვენ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი. მე მოუთმენლად ველი ბატონ ტრამპთან შეხვედრას მალე, შემდეგ წელს კი ბრიუსელში, ნატოს სამიტზე  ვუმასპინძლებთ, რათა განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პოსტი 8 ნოემბერს გამართული არჩევნების შედეგად დონალდ ტრამპმა დაიკავა. მან არჩევნებში დაამარცხა დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი