ახალი ამბები

პუტინი ტრამპს ულოცავს: ვიმედოვნებ, რუსულ-ამერიკული ურთიერთობა კრიზისიდან გამოვა

9 ნოემბერი, 2016 • 1116
პუტინი ტრამპს ულოცავს: ვიმედოვნებ, რუსულ-ამერიკული ურთიერთობა კრიზისიდან გამოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ტრამპისთვის გაგზავნილ ტელეგრამაში პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად რუსულ-ამერიკული ურთიერთობა გამოვა კრიზისიდან, გადაიჭრება საერთოშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ეფექტური პასუხი გაეცემა გლობალური უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

რუსეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა გამოხატა ღრმა რწმენა, რომ შედგება კონსტრუქციული დიალოგი  მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, რომელიც დაეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემას და ერთმანეთის პოზიციების რეალურ გათვალისწინებას, რაც უპასუხებს ორი ქვეყნის ხალხის და მთელი მსოფლიოს საზოგადოების ინტერესებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პოსტი 8 ნოემბერს გამართული არჩევნების შედეგად დონალდ ტრამპმა დაიკავა. მან არჩევნებში დაამარცხა დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი