ახალი ამბები

საპარტნიორო ფონდი – ყოფილი მინისტრების დასაქმების ადგილი

15 აგვისტო, 2012 • • 1159
საპარტნიორო ფონდი – ყოფილი მინისტრების დასაქმების ადგილი

გვინდაძე საპარტნიორო ფონდის დირექტორის, ანუ ნიკა გილაურის მოადგილის თანამდებობაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა წარადგინა:

 

„იმედი გვაქვს, ბატონი დიმა ეფექტურად გააგრძელებს მუშაობას ახალ თანამდებობაზე და ისეთივე ენთუზიაზმით გააგრძელებს იმას, რაშიც ოსტატი იყო. ის არის საქართველოში ყველაზე მაღალპროფესიონალი ადამიანი, ვინც უცხოელ დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

დიმიტრი გვინდაძე
დიმიტრი გვინდაძე

სს “საპარტნიორო ფონდი” 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი საქმიანობის არეალია: ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრივება.

 

საპარტნიორო ფონდი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. ფონდის დირექტორად ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნა. ამავე პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ავტომატურად არის საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს და  “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

 

ნიკა გილაურის თქმით, საპარტნიორო ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „გაზის კორპორაციის“ და  „ელექტროსისტემის“ 100– პროცენტიან წილებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი