თარგამაძის განცხადებით, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა.
„რომელი იყო ის პოლიტიკური პარტია, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში, ან აქვს პრეტენზია, რომ აიღოს საქართველოში ძალაუფლება, რომელმაც მკაფიო, ნათელი და ყველასთვის გასაგები პოლიტიკური პოზიცია გამოხატა ქართული საზოგადოებისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. მეტიც, რომელი იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოერიდა ამაზე ძალიან მკაცრ საუბარს და შეიტანა შესაბამამისი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში. ეს იყო ქრისტან-დემოკრატიული მოძრაობა. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც თქვა, რომ არასოდეს არ დაუშვებს საქართველოში ტრადიციული ქართული ოჯახის, ეროვნული თვითმყოფადობის მთავარი მდგენელის დანგრევის წინაპირობების შექმნას. ყველა დანარჩენი გაჩუმდა. ეს არც არის გასაკვირი, ამ პოლიტიკურ ძალებს და მათ ურთიერთობას ძალიან ღრმა და იდეოლოგიური ნათესაობა აკავშირებთ. ამის ნათელსაყოფად თუნად იმ ფაქტის გახსენება იქნება საინტერესო, რომ ამ ორივე პოლიტიკური ძალის იდეოლოგიური მამების ფესვები მოდის საქართველოში აგრესიული, რადიკალური ლიბერალიზმის მთავარი შემომტანის და მკვებავი წყაროებიდან, როგორიც არის თავისუფლების ინსტიტუტი, როგორიც არის სორისის ფონდი. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ მათი ყოფილი დირექტორები ასე ძმურად და მეგობრულად არიან გადანაწილებული ამ ორივე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში,“- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 აგვისტოს, ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენამდე კი მოძრაობის ლიდერებმა საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს.