ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური: გვინდაძეს პრემიერი ახალ თანამდებობაზე წარადგენს

13 აგვისტო, 2012 •
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური: გვინდაძეს პრემიერი ახალ თანამდებობაზე წარადგენს

დიმიტრი გვინდაძე
დიმიტრი გვინდაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს კიდევ ერთი სამთავრობო ცვლილების შესახებ განაცხადა. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ ხეთაგურის ადგილს პარლამენტის წევრი ვახტანგ ბალავაძე დაიკავებს.

 

აღნიშნული განცხადება ვანო მერაბიშვილმა დღეს გურიაში გააკეთა, სადაც მთავრობის სხდომის შემდეგ მინისტრთა კაბინეტთან ერთად გაემგზავრა. იმერეთის შემდეგ მთავრობის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში გურიაში დარჩებიან, სადაც შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მოისმენენ მათი პრობლემების შესახებ და გააცნობენ ახალ ოთხწლიან სამთავრობო გეგმას – „მეტი სარგებელი ხალხს“. 

 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრები 1 აგვისტოს ჩავიდნენ ქუთაისში და იმერეთში რამდენიმე დღე გაატარეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი