ნეტგაზეთი | “ქართული ოცნების” საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატების სია “ქართული ოცნების” საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატების სია – Netgazeti

“ქართული ოცნების” საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატების სია

დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეიკრიბა, სადაც პარტიამ გადაწყვეტილებები მიიღო საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ.

პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი იქნებიან შემდეგი კანდიდატურები:

  • პარლამენტის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – თამარ ჩუგოშვილი
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი ვოლსკი
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ზვიად ძიძიგური
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან – ილია ნაკაშიძე
  • საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი – არჩილ თალაკვაძე
  • ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე
  • ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე – დიმიტრი სამხარაძე

კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ოთარ დანელია, პირველი მოადგილე -გელა სამხარაული, მოადგილე – ირაკლი შიოლაშვილი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში, პირველი მოადგილე – გენადი მარგველაშვილი, მოადგილე – გუგული მაღრაძე
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – კახა კუჭავა, პირველი მოადგილე – ზაზა ხუციშვილი, მოადგილე – ენძელა მაჭავარიანი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – რომან კაკულია, პირველი მოადგილე – გიორგი ბეგაძე, მოადგილე – რევაზ არველაძე
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ზვიად კვაჭანტირაძე, პირველი მოადგილე – სალომე ზურაბიშვილი, მოადგილე – ირაკლი მეზურნიშვილი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – თამარ ხულორდავა, პირველი მოადგილე -ირინა ფრუიძე, მოადგილე – ბექა ნაცვლიშვილი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი სესიაშვილი, პირველი მოადგილე – ირაკლი ბერაია, მოადგილე – კობა კობალაძე
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ეკა ბესელია, პირველი მოადგილე -ვანო ზარდიაშვილი, მოადგილე – დავით მათიკაშვილი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ლილუაშვილი, პირველი მოადგილე – მერაბ ქვარაია, მოადგილე – კობა ლურსმანაშვილი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო ქაცარავა, პირველი მოადგილე – ნინო გოგუაძე, მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი კახიანი, პირველი მოადგილე – გურამ მაჭარაშვილი, მოადგილე – შალვა კიკნაველიძე
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი კოვზანაძე, პირველი მოადგილე – პაატა კვიჟინაძე, მოადგილე – ირაკლი ბერაია
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – აკაკი ზოიძე, პირველი მოადგილე – დიმიტრი ხუნდაძე, მოადგილე – ლევან კობერიძე

პარტია “ქართული ოცნების” განცხადებით, გრძელდება კონსულტაციები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.