თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თამაზ რობაქიძის თქმით, ტექნიკური შეფერხება სადგურის მოედანზე მოხდა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის შეფერხებას ჰქონდა ადგილი. მეტროში მგზავრებს განუცხადეს, რომ დაზიანდა კაბელი.
თბილისის მეტრო ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს.
მიმდინარე კვირის განმავლობაში დღეს მესამედ შეწყდა თბილისის მეტროში მოძრაობა: 9 აგვისტოს მაღალი ძაბვის გადამცემს ხაზზე მომხდარი ავარიის შედეგად ელექტროენერგია საქართველოს უმეტეს ნაწილს შეუწყდა, რამაც გამოიწვია თბილისის მეტროს პარალიზება. ხოლო 7 აგვისტოს მეტროში მოძრაობა რამდენიმე წუთით ძაბვის ვარდნის გამო შეჩერდა.