ახალი ამბებისაზოგადოებატექნოლოგიები

თბილისში ელექტრომობილების დასამუხტი ორი სადგური დამონტაჟდა

5 ნოემბერი, 2016 • 2697
თბილისში ელექტრომობილების დასამუხტი ორი სადგური დამონტაჟდა

თბილისში ელექტროავტომობილების დამტენი პირველი სადგურები გაიხსნა. სადგურები საქართველოში მოძრავ ელექტრომობილებს უფასოდ მოემსახურება.

ელექტრომობილების დასამუხტი ერთი სადგური ევროპის მოედანზე განთავსდა, მეორე კი კუს ტბის ასახვევთან დამონტაჟდა. პროექტი კომპანია “E Space”-ის ინიციატივით განხორციელდა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, დასამუხტი სადგურების განთვსებისთვის ორივე ლოკაციაზე კომპანიას მერიამ ტერიტორია უსასყიდლოდ გადასცა. ასევე, მერია აიღებს საკუთარ თავზე დასამუხტი სადგურებისთვის ელენერგიის მიწოდების ხარჯებს.

ფოტო: თბილისის მერია

ფოტო: თბილისის მერია

“ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის ინიციატივებს ყველა საინიციატივო ჯგუფის მხრიდან, რადგანაც თბილისის მომავალი, ეს არის უკეთესი გარემო და უკეთესი გარემოს მიღწევის კუთხით ჩვენ ყველანაირ მასტიმულირებელ მექანიზმს დავუჭერთ მხარს. გარდა ამისა, მომავალში თბილისის მერია ასევე იფიქრებს საკუთარი ავტოპარკის ელექტრომობილებით აქტიურ ჩანაცვლებაზე,“ – განაცხადა დედაქალაქის ვიცემერმა –  ირაკლი ლექვინაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის 50-მდე ელექტრომობილი მოძრაობს. ქვეყანაში ელექტრომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია. როგორც მერიაში აცხადებენ, 2017 წლის ბოლომდე ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების მონტაჟი გაგრძელდება და მათი რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 100-ს მიაღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი