ახალი ამბები

პოლიტიკური პარტიების კანონიერი და უკანონო ფული

9 აგვისტო, 2012 •
პოლიტიკური პარტიების კანონიერი და უკანონო ფული

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს, 9 აგვისტოს პოლიტიკურ ფინანსებზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 25 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. 

 

ანგარიშში მოცემულია პარტიების შემოსავლის წყაროებისა და დაფინანსების შესახებ, სადაც გამიჯნულია კანონიერი და უკანონო შემოსავლები და ხარჯები. 

 

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამსახურის მიზანია, მსგავსი სახის ანგარიშგებით ხელი შეუწყოს პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში,”- ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში. 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის შესაბამისად, უკანონო შემოწირულობები, ჯამში, 58 -მა ფიზიკურმა  და 4 -მა იურიდიულმა პირმა განახორციელა პოლიტიკური პარტიებისთვის. აქედან 18,393,634 ლარი კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” მიიღო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უკანონო შემოწირულობების ოდენობა კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემით, მხოლოდ 102, 572 ათასი ლარი აღმოჩნდა.

 

ანგარიშის მიხედვით, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 25 ივნისამდე, ჯამში, შემოწირულობების სახით 44, 578,454 ლარი მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ -9,683,165, ქრიატიან-დემოკრატებმა – 862,635, ახალმა მემარჯვენეებმა – 300,805 და ა.შ. 

 

რაც შეეხება უკანონო ხარჯებს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაითვალა, კოალიცია “ქართულმა ოცნების” 25– მილიონიანი დანახარჯიდან 18 მილიონზე მეტი უკანონოდ მიიჩნია.” ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კი, ანგარიშის შესაბამისად, ჯამში თითქმის 3 მილიონამდე დახარჯა. აქედან უკანონოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემით, 102, 572 ლარია. რაც შეეხება სხვა პარტიებს, აუდიტის სამსახურმა 10 პარტიას ასეთი შემოწირულობა ვერ დაუდგინა. ესენია: “თავისუფალი საქართველო,” “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა,” “ქართული პარტია,” “ახალი მემარჯვენეები,” და სხვა. 

 

რეკლამისა და საარჩევნო კამპანიისთვის გაწეული ხარჯებიდან ყველაზე მეტი კოალიციაზე მოდის. როგორც აუდიტის სამსახურმა დაითვალა, კოალიციამ ამ მიზნით ერთ მილიონზე მეტი დახარჯა. ამავე მიზნით ნაციონალური მოძრაობის მიერ გაწეული ხარჯი დაახლოებით 9 ჯერ ნაკლებია კოალიციის ხარჯებზე. ახალი მემარჯვენეების რეკლამისთვის და საარჩევნო კამპანიისთვის დახარჯული ფულის ოდენობა 83 ათას ლარზე მეტია.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი