ახალი ამბები

4 დაიღუპა და 63 დაშავდა ნიუ–იორკში მომხდარი აფეთქების შედეგად

13 მარტი, 2014 • • 1145
4 დაიღუპა და 63 დაშავდა ნიუ–იორკში მომხდარი აფეთქების შედეგად

სტატიაში ნათქვამია, რომ მეხანძრეები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ჯერ კიდევ აგრძელებენ მუშაობას და ნანგრევებში დაკარგულებს ეძებენ. გადარჩენილთაგან ორი კი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია.

 

ქალაქის მოსახლეობას ნიუ–იორკის მერმა მიმართა, მან მომხდარს “უდიდესი ტრაგედია” უწოდა და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ მათ არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ გააჩნდათ და ადამიანების გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

აფეთქებამ და შემდგომ გაჩენილმა ცეცხლმა ორი ხუთსართულიანი შენობა დააზიანა. ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვას მოჰყვა, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერ კვლავ არ არის დადგენილი. 


ოფიციალურ პირთა განცხადებით, ტერიტორიაზე, სადაც აფეთქება მოხდა, გაზგაყვანილობის შემოწმება ბოლოს 28 თებერვალს განხორციელდა, თუმცა არანაირი გაჟონვა ან რაიმე სახის პროვლემა არ გამოვლენილა.


 

Photo: Telegraph
Photo: Telegraph

მასალების გადაბეჭდვის წესი