ახალი ამბები

სამნიძე: ლიდერებმა დისკუსიის დასრულებამდე მიიღეს პარტიის დატოვების გადაწყვეტილება

1 ნოემბერი, 2016 • 1495
სამნიძე: ლიდერებმა დისკუსიის დასრულებამდე მიიღეს პარტიის დატოვების გადაწყვეტილება

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარტიიდან ლიდერების წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როდესაც პარტიის შიგნით დისკუსია ჯერ არ იყო დასრულებული.

დავით უსუფაშვილის შემდეგ პარტია თინა ხიდაშელმა, ფრიდონ საყვარელიძემ, პაატა ზაქარეიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ და თეიმურაზ ნერგაძემ დატოვეს.

“პარტიაში იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა პარტიას გადაწყვეტილება ამ აზრთა სხვადასხვაობასთან დაკავშირებით კონკრეტულ საკითხებზე ჯერ დასკვნები და გადაწყვეტილებები არ მიუღია. სამწუხაროდ, ამ დისკუსიის პროცესში მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე წევრმა, რამდენიმე ლიდერმა, რომ დატოვოს პარტია. დღეს გიდასტურებთ, რომ პარტია დატოვეს ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ და ქალბატონმა თინა ხიდაშელმა. ჩვენი მომავალი ხედვა არის განხილვის პროცესში და როგორც კი პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალ სტრატეგიაზე, აუცილებლად გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი,”- განაცხადა ხათუნა სამნიძემ თბილისის საკრებულოში ჟურალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი