ახალი ამბები

ქდმ–ს ღონისძიებაზე აუდიტის სამსახურმა ადმინსიტრაციული წარმოება დაიწყო

2 აგვისტო, 2012 •
ქდმ–ს ღონისძიებაზე აუდიტის სამსახურმა ადმინსიტრაციული წარმოება დაიწყო

განცხადების მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფუძვლიანად შეისწავლის პოლიტიკური სუბიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის საკითხს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 31 ივლისს გაავრცელა “ქრიტიან–დემოკრატების” მიერ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გურჯაანში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტო–ვიდეომასალა. ფოტოებსა და ვიდეოებზე აღბეჭდილია გაშლილი მაგიდები, ათეულობით ლიტრი ღვინო, ასევე, პური, კიტრი, პომიდორი და სამწვადე ხორცი.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მათი ჟურნალისტი გურჯაანში, დიდების მემორიალზე შეკრებილთაგან 20–ზე მეტ ადამიანს გაესაუბრა. არც ერთმა მათგანმა სუფრის გასაშლელად ფულის შეგროვების ფაქტი არ დაადასტურა. მათი თქმით, ისინი სუფრასთან პარტიის ლიდერებმა მიიწვიეს და უსასყიდლოდ გაუმასპინძლდნენ. 

 

სამწვადეები ქრისტიან–დემოკრატების ორგანიზებულ შეხვედრაზე/ფოტო: ick.ge
სამწვადეები ქრისტიან–დემოკრატების ორგანიზებულ შეხვედრაზე/ფოტო: ick.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი