ახალი ამბები

ოცნების კანდიდატმა, შესაძლოა, მცხეთაშიც წააგოს არჩევნები

31 ოქტომბერი, 2016 • 1429
ოცნების კანდიდატმა, შესაძლოა, მცხეთაშიც წააგოს არჩევნები

მცხეთის #37 ოლქში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც მოიცავს 45–დან 37 უბნის შედეგებს, ქართული ოცნების კანდიდატს დამოუკიდებელმა კანდიდატმა გადაუსწრო.

01:00 საათის მონაცემებით, დიმიტრი ხუნდაძემ ხმების 49.54% მიიღო, ხოლო ცეზარ ჩოჩელმა -50.46%.

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა, წინასწარი მონაცემებით, მცხეთის გარდა არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი ხაშურშიც მარცხდება, იქ ვალერი გელაშვილს მრეწევლების წარმომადგენელმა სიმონ ნოზაძემ აჯობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი