ახალი ამბები

ენმ აქვეყნებს სიას, სადაც ქუთაისის ბაღის თანამშრომლების გასწვრივ აღნიშნულია +10

30 ოქტომბერი, 2016 • 1979
ენმ აქვეყნებს სიას, სადაც ქუთაისის ბაღის თანამშრომლების გასწვრივ აღნიშნულია +10

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქვეყნებს სიას, რომელშიც შეყვანილია ქუთაისის მე-12 ბაღის თანამშრომლები და მათ გასწვრივ აღნიშნულია +10. სერგი კაპანაძის თქმით, ეს ფურცელი ქართული ოცნების კოორდინატორს დაუვარდა. მისი ვარაუდით, +10 აღნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს 10-10 ლარი გადაუხადა ქართულმა ოცნებამ. ამას დადასტურებით ვერ ამბობს ენმ-ის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით გოგისვანიძე. მისი თქმით, დოკუმენტი ვაკიუბნის დასახლებაში არსებული მეთორმეტე ბაგა–ბაღის გამგეს, ანა ნოსელიძეს ეკუთვნის:

„მე რაც ვნახე, ბაღის ორმოცდარვა თანამშრომლის გვარია. ბაღის გამგეს, სავარაუდოდ, დაავალეს თანამშრომლების მოყვანა საარჩევნო უბანზე, რისთვისაც ბაღის გამგეს უნდა გაეცა ათ–ათი ლარი. შეჯამებულია და 470 ლარი აქვს გაცემული. სიაში 48 ადამიანია და ერთის გარდა ყველას პლუსი აქვს დასმული.“

კითხვას, სიაში არსებულ ქალებს 10–10 ლარი გადასცეს, თუ საარჩევნო უბანზე 10–10 ადამიანის მიყვანა დაევალათ, დავით გოგისვანიძე პასუხობს: „ჯერჯერობით ვერ გეუბნები”.

ნეტგაზეთი შეეცადა ანა ნოსელიძესთან ტელეფონით დაკავშირებას, თუმცა მისი ტელეფონი ამ დრომდე გათიშულია.

სია, რომელიც ენმ-ს ცნობით ქართული ოცნების კოორდინატორს დაუვარდა ქუთაისში

სია, რომელიც ენმ-ს ცნობით ქართული ოცნების კოორდინატორს დაუვარდა ქუთაისში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი