საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ არჩევნების მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა კრწანისის ოლქში. მან დღეს ხმა პირადობის მოწმობით მისცა და არა საქართველოს მოქალაქის პასპორტით, როგორც ეს წინა ჯერზე იყო.
ისევე როგორც 8 ოქტომბერს, ილია მეორემ ამჯერადაც მარკირების გარეშე მისცა ხმა. საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, პატრიარქს მარკირებას ვერ აკადრებენ:
“მარკირებას იმიტომ ვაკეთებთ, რომ სხვა უბანზე არ მისცეს ხმა, რომ არ მოხდეს გაყალბება. პატრიარქი სხვა უბანზე არ წავა და ხმას არ მისცემს. პოლიტიკოსებს ვუკეთებთ, მაგრამ ის მაინც ჩვენი წინამძღვარია,” – განმარტავს კომისიის წარმომადგენელი.
ყუთში ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ ილია მეორეს ყუთთან მყოფი კომისიის წევრი ხელზე ეამბორა.