ახალი ამბები

ახალციხეში, უბანზე ხმის მისაცემად მისული ენმ-ის მხარდამჭერი პოლიციამ ნარკოტიკებზე შეამოწმა

30 ოქტომბერი, 2016 • 1384
ახალციხეში, უბანზე ხმის მისაცემად მისული ენმ-ის მხარდამჭერი პოლიციამ ნარკოტიკებზე შეამოწმა

ზურაბ ცუცქირიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი, პოლიციამ იმ დროს წაიყვანა ნარკოტესტირებისთვის, როდესაც საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა. მისი თქმით, პოლიციამ ეჭვი მიიტანა, რომ ან ალკოჰოლური, ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, კერძოდ, მარიხუანა ჰქონდა მოწეული.

ცუცქირიძის ადვოკატის თქმით, პოლიციამ მას უთხრა, რომ თავისი ნებით გაჰყოლოდა ტესტირებაზე,  წინააღმდეგ შემთხვევაში- დააკავებდნენ. ცუცქირიძემ ნარკოტესტირება ჩაიტარა, თუმცა მას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდგინდა. შემთხვევა ახალციხეში, გიორგიწმინდის საარჩევნო უბანთან მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი