ახალი ამბები

ივანიშვილი: ამდენი მეორე ტური არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბევრი ბიულეტენი გაყალბდა

30 ოქტომბერი, 2016 • 1340
ივანიშვილი: ამდენი მეორე ტური არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბევრი ბიულეტენი გაყალბდა

“კარგი არჩევანი გავაკეთე, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით განვითარდეს”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც მთაწმინდის ოლქში, მეოთხე უბანზე მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა ცოლთან და შვილთან ერთად.

შეკითხვაზე, თუ როგორ მოხდა, რომ მისი პროგნოზი დაემთხვა არჩევნების შედეგებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით, ივანიშვილმა უპასუხა:

“ჩვენ ვატარებდით კვლევებს და ვიცოდით ხალხის აზრი და ნახეთ მართლაც, ქართულმა ოცნებამ როგორი სიზუსტით გავაკეთეთ სტატისტიკა, რამეთუ კვლევებს ვატრებდი სტაბილურად. ერთადერთი შეიძლება დკნინებულდ ვაფასებდი ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა აქაც დაახლოებით ვიცოდით, რომ მეორე ადგილი უნდა აეღოთ”.

ივანიშვილის თქმით, ამდენ მეორე ტურს არ ელოდა:

“ამდენ მეორე ტურს აქვს თავისი მიზეზები, მე არ ვისაუბრებ ტექნიკურ მიზეზებზე, ამდენი მეორე ტური არ უნდა ყოფილიყო. ბევრი ბიულეტენი გაყალბდა. თუ გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიათ დააზუსტოთ, ვინ გააყალბა და რატომ, ქართული ოცნების მაჟორიტარების ნახევრს შეეძლო პირველივე ტურში გამარჯვება, თუმცა გაყალბდა ძალიან ბევრი ბიულეტენი, ამის ოსტატები სად იყვნენ და როგორ იყვნენ, თქვენ კარგად იცით და ალბათ იქიდან მოდიოდა ესეც”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი