ახალი ამბები

უცნობია, ტოვებს თუ არა დავით უსუფაშვილი რესპუბლიკურ პარტიას

29 ოქტომბერი, 2016 •
უცნობია, ტოვებს თუ არა დავით უსუფაშვილი რესპუბლიკურ პარტიას

დატოვებს თუ არა დავით უსუფაშვილი რესპუბლიკურ პარტიას, ამის შესახებ პარტიაში ინფორმაციას არ ფლობენ.

ნეტგაზეთი რესპუბლიკური პარტიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ. არც დავით უსუფაშვილმა და არც რესპუბლიკური პარტიის სხვა წევრებმა  ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს, გარდა ლევან ბერძენიშვილისა, რომელიც ასევე არ ფლობდა ამის შესახებ ინფორმაციას.

დღეს, 17:00 საათზე, თბილისის პარლამენტის შენობაში დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი