“ზეგ კი, როგორც კანონი მოითხოვს, გაიმართება ამომრჩეველთა ერთიანი სიის პრეზენტაცია. ჩვენ მიერ შეგროვილი ინფორმაცია გადაეცემა ცესკოს და ელექტრონული დამუშავების მერე, სავარაუდოდ, ამ კვრის ბოლოს სია მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება. ისინი შეძლებენ, გადაამოწმონ საკუთარი თავი სიაში”, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ.
მისივე თქმით, მოქალაქეებს შეეძლებათ, პირველ სექტემბრამდე კომისიას მიმართონ შენიშვნებით ხარვეზების გასასწორებლად.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აქამდე კომისია მუშაბდა მეთოდით – “სიიდან ამომრჩევლამდე”, ხოლო ერთიანი სიების გამოქვეყნების მერე, პირველი აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე, გაგრძელდება მუშაობა მეთოდით – “ამომრჩევლიდან სიამდე”, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების მიერ სიაში არსებული შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში სიაში შესწორებები შევა.