ახალი ამბები

განახლებულ სიაში 3 452 093 ამომრჩეველია რეგისტრირებული

6 აგვისტო, 2016 • 1615
განახლებულ სიაში 3 452 093 ამომრჩეველია რეგისტრირებული

განახლებული მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 452 093 ამომრჩეველია. განახლებული სია 15 ივლისის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს შეიცავს. მანამდე არსებულ სიაში, რომელიც 1 მაისის მდგომარეობით ასახავდა მონაცებს, 3,53 მილიონი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზე – voters.cec.gov.ge. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე ნახავს ინფორმაციას თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული.

“ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა).

უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერიდა მოითხოვოს ცვლილების შეტანა (საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსის 31- მუხლი)”, – განმარტავენ ცესკოში.

ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები (საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31- მუხლის, მე-5 პუნქტის“-„ქვეპუნქტები) საარჩევნო ადმინისტრაციას წელიწადში 4-ჯერ გადასცემენ (1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს) საარჩევნო უფლების და ამავე უფლების არმქონე პირების შესახებ მონაცემებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი