ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

28 ოქტომბერი, 2016 • 1521
საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი,  მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მეტი კომფორტისა და მოხერხებულობისთვის, სწრაფ ბიზნესსესხს სთავაზობს. დღეიდან 10 000 ლარამდე თანხის მიღება შესაძლებელია სწრაფად და ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების გარეშე.

მათ, ვინც ფლობს სავაჭრო ადგილს ბაზრობაზე, სილამაზის სალონს, მარკეტს, საკონდიტროს ან მსგავსი ტიპის ნებისმიერი სახის მცირე საწარმოს, საქართველოს ბანკის წარმომადგენელი ადგილზე ეწვევა, სადაც მოხდება განცხადის შევსება და კრედიტის დამტკიცება. მიღებული დაფინანსების გამოყენებას, საკუთარი ბიზნესის წინსვლისა და განვითრებისთვის მომხმარებელი საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათის საშუალებით შეძლებს, სადაც სასურველი თანხა იქნება დარიცხული. აღნიშნულ, პლასტიკურ ბარათს კი ბანკის წარმომადგენელი, ადგილზევე გადასცემს მცირე ბიზნესის მესაკუთრეს.

ამასთან, მომხმარებელს საშუალება ექნება უფასოდ ისარგებლოს დისტანციური საბანკო მომსახურებით: ინტერნეტბანკით და SMS ბანკით. სწრაფიბიზნესსესხის თანხა 10 000 ლარამდე განისაზღვრება, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bankofgeorgia.ge

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი