„მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბარამიძის კანდიდატურა ბათუმის მაჟორიტარად განიხილება. ამ საკითხზე მსჯელობა მიდის, თუმცა მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, თუ როდის გახდება ეს ოფიციალურად ცნობილი“, – განაცხადა წიკლაურმა.
ბათუმში გიორგი ბარამიძის კანდიდატურის მაჟორიტარად შესაძლო წარდგენის შესახებ ინფორმაცია უმრავლესობის წევრს კობა ხაბაზსაც სმენია:
„ამ ინფორმაციის შესახებ მსმენია. გამორიცხული არაფერი არ არის, რამდენადაც ვიცი, გიორგი ბარამიძის დედა ბათუმელია და მას ამ ქალაქთან ბევრი რამ აკავშირებს.“
2012 წლის სპაარლამენტო არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სავრაუდოდ, გიორგი ბარამიძე იქნება.
“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ბათუმში ამომრჩევლებს ხუთკითხვიან ანკეტებს ავსებინებენ. ერთ-ერთი კითხვა ასეთია: “დაუჭერთ თუ არა მხარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ კანდიდატს – გიორგი ბარამიძეს?”
კითხვარში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის კანდიდატურას ალტერნატივა არ ჰყავს.