ახალი ამბებირეკლამა

Express Bank -ის Student Card – სპეციალურად სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული ბარათი

27 ოქტომბერი, 2016 • 2988
Express Bank -ის Student Card  – სპეციალურად სტუდენტების საჭიროებებზე  მორგებული ბარათი

Express Bank, ყველაზე მარტივი ბანკი, ახლა უკვე სტუდენტებს, სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ უნივერსალურ ბარათს Student Card -ს სთავაზობს. Student Card  ერთდროულად საბანკო, სამგზავრო და დაგროვების ბარათია, რომელიც ყველა მათგანს უფასოდ გადაეცემა. ისინი, ვინც ბარათს პირველად გააქტიურებენ, ასევე საჩუქრად მიიღებენ 500 Express ბონუსქულას. Student Card -ით თვეში მინიმუმ 600 ექსპრესს ქულის დაგროვების შემთხვევაში, ბანკი სტუდენტებს დამატებით 3000 ექსპრეს ბონუსქულას გადასცემს საჩუქრად. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, აქედანვე დაიწყონ საბანკო ისტორიის შექმნა Express Bank-ში და ისარგებლონ მრავალი ბენეფიტით:

[checklist]

  • შეასრულონ ნებისმიერი საბანკო ოპერაცია;
  • Student Card -ით გადახდისას, დააგროვონ Express ბონუსქულები და შემდეგ ეს ქულები გადაცვალონ: უფასო მგზავრობაზე, მობილურის სასაუბრო დროზე, მობილურის ინტერნეტზე, სმს-ებზე და სხვა მომსახურებაზე;
  • ისარგებლონ შეღავათიანი სტუდენტური ტარიფით, მეტროში, ავტობუსებსა და საბაგირო გზაზე;
  • ისარგებლონ Express განვადებით;
  • შეიძინონ სასურველი ნივთი ონლაინ;

[/checklist]

Student Card -ზე ნაღდი თანხის შეტანა ასევე მარტივად, Express Bank-ის გადახდის აპარატებით არის შესაძლებელი. სტუდენტები, ბარათის მხოლოდ ერთი შეხებით გადახდას, შეძლებენ ყველგან – უბნის მაღაზიაში, სუპერმარკეტში, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში. ასევე, ანდროიდის სისტემაზე მომუშავე სმარტფონით, TSKAPP აპლიკაციის მეშვეობით.

სურვილისამებრ, შესაძლებლობა აქვთ ბანკომატის საშუალებით გაანაღდონ თანხა, ისარგებლონ ინტერნეტ-გადახდებით, შეავსონ მობილური ბალანსი საკომისიოს გადახდის გარეშე. სტუდენტები უფასოდ ისარგებლებენ დისტანციური საბანკო მომსახურებითაც, რომლის დახმარებითაც ბანკში მიუსვლელად შეძლებენ სასურველი საბანკო და არასაბანკო მომსახურების მიღებას: ინტერნეტბანკის, მობილბანკის, ტელეფონბანკის და SMS ბანკის საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.studentcard.ge

student card photo

მასალების გადაბეჭდვის წესი