გამარჯვებული ლისის ტბაზე, მეანაბრეებისათვის გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე, ლოტოტრონის საშუალებით გამოვლინდა და 10.000$-ის მფლობელი ქუთაისელი მარინა მაჩიტიძე გახდა. ღონისძიებას ყველა ის მეანაბრე ესწრებოდა, რომლებმაც დეპოზიტების თამაშში მიიღეს მონაწილეობა და თამაშის სამი ეტაპი უშეცდომოდ გადალახეს. თითოეულმა მათგანმა თიბისი ბანკისგან +1% სარგებელი მიიღო ანაბარზე. სწორედ ამ მეანაბრეების მონაცემები იყო მოთავსებული ლოტოტრონში, რომლის საშუალებითაც სუპერ-პრიზის – 10.000 დოლარის მფლობელი გამოვლინდა.
მეანაბრეებისათვის სიურპრიზები ამით არ მთავრდება. თიბისი ბანკმა დეპოზიტარებისათვის საზაფხულო აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ის, ვინც თიბისი ბანკში 31 ივლისის ჩათვლით გახსნის „ვადიან” ან „ვადიან+” ანაბარს, მიიღებს +1% სარგებელს ანაბარზე და ასევე, შესაძლებლობა მიეცემა, გაიტანოს ანაბარზე დარიცხული სრული საპროცენტო სარგებელი წინასწარ. ამ აქციის ფარგლებში მნიშნვნელობა აღარ აქვს, მეანაბრე საპროცენტო სარგებელს აიღებს ანაბრის გახსნის დღეს, ყოველთვიურად თუ ანაბრის ვადის ბოლოს. ის ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს სრულ საპროცენტო სარგებელს მაშინ, როდესაც სტანდარტულად, საპროცენტო სარგებელი დამოკიდებული იყო იმაზე, წინასწარ სურდა მეანაბრეს საპროცენტო სარგებლის გატანა, ყოველთვიურად თუ ანაბრის ვადის ბოლოს.
ასე რომ, იჩქარეთ, გახსენით ანაბარი თიბისი ბანკში, მიიღეთ +1% და ისარგებლეთ უნიკალური შანსით, გაიტანოთ სრული საპროცენტო სარგებელი წინასწარ.