ახალი ამბები

გამოკითხულთა უმრავლესობა ინფორმაციას ტელევიზიით იღებს

10 ივლისი, 2012 • • 1207
გამოკითხულთა უმრავლესობა ინფორმაციას ტელევიზიით იღებს

ტელევიზია ინფორმაციის მიღების მეორადი წყარო აღმოჩნდა მხოლოდ გამოკითხულთა 6%-თვის, ინტერნეტს, როგორც მეორად წყაროს, მიმართავს 10%, ჟურნალ-გაზეთები ინფორმაციის მეორად წყაროდ გვეველინება გამოკითხულთა 19%-თვის, ხოლო მეგობრები და მეზობლები ინფორმაციის მეორად წყაროს წარმოადგენენ 16%-თვის, გამოკითხულთა 8% ინფორმაციის მეორად წყაროს ოჯახის წევრები, 2%-თვის კი რადიო ქმნიან.

ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყაროდან იღებს გამოკითხულთა 35%.

ადევნებთ თუ არა თვალს გადაცემებს საქართველოს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ:  გამოკითხულთა უმრავლესობამ კითხვაზე დადებითი პასუხი “რუსთავი 2”–ისა და ”იმედის” სასარგებლოდ გასცა, რაც 86% პროცენტით განისაზღვრა. ”არ აჩვენებს”  – პასუხი რუსთავი ორის შემთვევაში – 2%-მა, ხოლო ”იმედის” შემთხვევაში -3%-მა დააფქსირა. გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა, “რუსთავი 2”–ისა და “იმედის” შემთვევაში, დააფიქსირა პასუხი – აჩვენებს, მაგრამ არ ვუყურებ.

კვლევის თანახმად: პირველ არხს, აჭარა TV-სა და ”მაესტროზე” გადაცემებს  გამოკითხულთა 60%, 25% და 22% უყურებს. ამავე არხებთან მიმართებაში 11%–მა, 40%–მა და 57%–მა დააფიქსირა პასუხი– არ აჩვენებს. ხოლო გამოკითხულთა 27%-მა, 31%-მა და 16% -მა დააფიქსირა პასუხი, რომ ეს არხები აჩვნებენ, თუმცა გადაცემებს არ უყურებენ.  

საპატრიარქოს არხს, კავკასიას, მეორე არხზე გადაცემებს თვალს ადევნებენ გამოკითხულთა: 22%, 19% და 10%, რეალ TV-ის გადაცემებს თვალს ადევნებს გამოკითხულთა – 6%, მეცხრე არხს – 5%, პირველ კავკასიურს– 4%, ხოლო რეგიონ TV-ის – 3%.

ამავე ტელევიზებს: საპატრიარქოს არხს, კავკასიას, მეორე არხს, რეალ TV-ის, მეცხრე არხს, პირველ კავკასიურსა და რეგიონ TV-სთან მიმართებაში პასუხი – არ აჩვენებს დააფიქსირა, 58%, 57%, 58% , 65%, 74% 69% და რეგიონ TV-ისთან მიმართებაში– ასევე 69%.

ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი 31% დააგროვა აჭარა TV-მ, პასუხით – აჩვენებს, მაგრამ არ ვუყურებ, მას მოსდევს იმავე კითხვის 27%-ით პირველი  და 25%–ით მეორე არხი.
ამ კითხვაზე, ”აჩვნებს,მაგრამ არ ვუყურებ” – საუკეთესო მაჩვენებელი 10% დააგროვეს იმედმა და რუსთავი 2–მა.

გამოკითხულთა 65%–ის აზრით, საქართველოს პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენების შესახებ “რუსთავი 2”–ზე  გასული გადაცემები მთავრობის ინტერესებს გამოხატავს, იგივეს ფიქრობს “იმედის” გადაცემებთან დაკავშირებით გამოკითხულთა 62%, ხოლო “პირველი არხის” შემთხვევაში– 54%.

გამოკითხულთა 39% თვლის, რომ “მაესტროზე” გასული გადაცემები ოპოზიციის ინტერესების გამომხატველია, ხოლო 28%–ის აზრით, ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავს ტელეკომპანია“კავკასიაზე” საქართველოს პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენების შესახებ გასული გადაცემები.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა  (NDI) მედიას ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები  თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში”  10 ივლისს წარუდგინა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299  ადამიანი გამოიკითხა   პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

მასალების გადაბეჭდვის წესი