ახალი ამბები

გამოკითხულთა 75 % საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

10 ივლისი, 2012 • • 1089
გამოკითხულთა 75 % საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წლის თებერვლის მონაცემთან შედარებით გაზრდილია, კერძოდ, თებერვალში ეს მონაცემი 64 % იყო.

კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას, 77% მიიღებს მონაწილეობას, თებერვლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 68 პროცენტი იყო.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა  (NDI) მედიას ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები  თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში” 10 ივლისს წარუდგინა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299  ადამიანი გამოიკითხა   პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

მასალების გადაბეჭდვის წესი