ახალი ამბები

ცესკოს გამოკითხულთა მხოლოდ 13% ენდობა

10 ივლისი, 2012 • 1053
ცესკოს გამოკითხულთა მხოლოდ 13% ენდობა

კითხვაზე, ვისი აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩათვალოთ, არჩევნები კარგად ჩატარდა თუ არა, გამოკითხულთა უმრავლესობა, 44% მიიჩნევს, რომ  მისი საკუთარი მოსაზრებაა მნიშვნელოვანი.

ცენტრალური საარჩევნო კომიისიის აზრი მნიშვნელოვნად მიაჩნია გამოკითხულთა მხოლოდ 13%-ს,  ხოლო უცხოელი დამკვირვებლების აზრი 27%-სთვისაა მნიშვნელოვანი.

უცხოელ დამკვირვებლებზე მეტად გამოკითხულებს  მათ ირგვლივ მყოფი ხალხის აზრი მიაჩნიათ მნიშვნელოვნად – ასეთია 29%.  გამოკითხულთა 22 % კი არჩევნების ჩატარების ხარისხს იმ პოლიტიკური პარტიის მიეხდვით შეაფასებს, რომელსაც მხარს უჭერს.

ქართულ არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების აზრი 11%-ს მიაჩნია მნიშვნელოვნად.

ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის  კვლევის შედეგები  თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში”  ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა  (NDI) მედიას 10 ივლისს წარუდგინა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299  ადამიანი გამოიკითხა   პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

600

მასალების გადაბეჭდვის წესი