გამოკითხულთა 67% პარლამენტართა მინიმალური ასაკის შემცირების წინააღმდეგია.
კითხვაზე, იცოდით თუ არა, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილება იყო მიღებული, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკის ზღვარი 25 -დან 21-მდე შემცირდა, გამოკითხულთა უმრავლესობა (55%) უარყოფითად პასუხობს.
მომდევნო კითხვას, უჭერთ თუ არა მხარს აღნიშნულ ცვლილებას, 67% პასუხობს, რომ არა. 16% ცვლილებას მხარს უჭერს, ხოლო 14%-მა არ იცის, უჭერს თუ არა მხარს ამ ცვლილებას.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში” 10 ივლისს წარუდგინა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299 ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.