ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ უმუშევარია

10 ივლისი, 2012 • 1093
NDI: გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ უმუშევარია

 აღნიშნული საკითხი დაახლოებით 2-ჯერ (33%) მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიულ საკითხზე, დაახლოებით 6- ჯერ (11%) მნიშვნელოვანი განათლების საკითხებზე,  ადამიანის უფლებებზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, სასამართლოზე და ა.შ.

 

კითხვაზე როგორ შეიცვალა ქვეყანაში 2008 წლის შემდეგ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებითი საკითხი,  გამოკითხულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი (41%) მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.  18%- ის აზრით, მდგომარეობა ამ მხრივ გაუმჯობესდა, ხოლო 32% -ის აზრით, გაუარესდა.  

 

თავს დასაქმებულად გამოკითხულთა მხოლოდ 30% მიიჩნევს.  

 

რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, ამ მხრივ ყველაზე დასაქმებული 41-55 ასაკობრივი ჯგუფი (41%) აღმოჩნდა. დანარჩენი ასაკობრივი ჯგუფები კი ასე გადანაწილდა: 18-35 წლამდე ჯგუფის მაჩვენებელი 29%-ია და 56 წელს ზემოთ – 20%.  

 

იმ გამოკითხულთაგან, ვინც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს (69%), 47% ამბობს, რომ ეძებს სამსახურს. 69% -დან 20% ამბობს, რომ პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა  (NDI) მედიას ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები  თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში” 10 ივლისს წარუდგინა. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299  ადამიანი გამოიკითხა   პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. 

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%. 

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

მასალების გადაბეჭდვის წესი