შეკითხვაზე, რომელი სამი რეფორმა იქნებოდა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, და მოელით, რომ განხორციელდება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში?

გამოკითხულთა 58 პროცენტისთვის  ჯანდაცვის რეფორმაა მნიშვნელოვანი, ხოლო 25 პროცენტი მოელის მომდევნო 6 თვის განმავლობაში აღნიშნული რეფორმის განხორციელებას.

42 პროცენტისთვის – სოფლის მეურნეობის რეფორმა, ხოლო მისი განხორციელების პერსპექტივას 16 პროცენტი ხედავს.

33 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საპენსიო რეფორმა, რომლის განხორციელებასაც 26 პროცენტი თვლის შესაძლებლად.  

28 პროცენტისთვის – განათლების რეფორმა,  აღნიშნული რეფორმის განხორციელებას კი 15 პროცენტი თვლის შესაძლებლად.  

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა  (NDI) მედიას ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები  თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში” 10 ივლისს წარუდგინა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299  ადამიანი გამოიკითხა   პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *