ახალი ამბები

სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის წინააღმდეგია გამოკითხულთა 36%

10 ივლისი, 2012 • 1152
სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის წინააღმდეგია გამოკითხულთა 36%

ბოლო დროს მედიაში გაჟღერდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიძლება დაიკავოს პრემიერ მინისტრის პოსტი მას შემდეგ, რაც ამოეწურება საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს. მხარს უჭერთ თუ არა სააკაშვილის პრემიერ მინისტრად დანიშვნას?

გამოკითხვაში ამგვარად ფორმულირებულ კითხვაზე 33% –მა უპასუხა “დიახ”, 36 %–მა – “არა”, 27 %–მა განაცხადა “არ ვიცი”, ხოლო 3 %–მა  არ გასცა პასუხი კითხვაზე.

ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის  კვლევის შედეგები  თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში”  ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა  (NDI) მედიას 10 ივნისს წარუდგინა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299  ადამიანი გამოიკითხა   პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3%.

მასალების გადაბეჭდვის წესი