ახალი ამბები

იმ ადამიანების 54%, ვინც ლაზიკას შესახებ იცის, ქალაქის მშენებლობას არ ემხრობა

10 ივლისი, 2012 • 1107
იმ ადამიანების 54%, ვინც ლაზიკას შესახებ იცის, ქალაქის მშენებლობას არ ემხრობა

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ააშენებს ახალ ქალაქს, ლაზიკას, რომელიც დაიკავებს საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის ადგილს და იქნება მესამე პორტი შავ ზღვაზე, იცოდით თუ არა ამ განცხადების შესახებ? ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა 84% პასუხობს, რომ იცოდა, ხოლო 12%–მა პრეზიდენტის ამ განცხადების შესახებ არა იცოდა.

იმ ადამიანთა 54%, ვინც ლაზიკას მშენებლობის შესახებ იცოდა, ქალაქის მშენებლობის ინიციატივას მხარს არ უჭერს, ხოლო 32% ლაზიკას აშენებას ემხრობა.

კვლევაში მოყვანილი ინფორმაციის მიხედვით, ლაზიკას მშენებლობის პირველი ეტაპი 1.5 მილიარდი ლარი ჯდება. ასეთი დანახარჯი, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის (44%) აზრით, გამართლებული არ არის. დანახარჯებს გამართლებულად 29% მიიჩნევს.

გამოკითხულთა უმეტესობა (42%) ასევე მხარს უჭერს ლაზიკას მშენებლობის უცხოელი ინვესტორების მიერ დაფინანსებას, ხოლო 30% ლაზიკას მშენებლობის უცხოელი ინვესტორების მიერ დაფინანსების წინააღმდეგია.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299  ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

მასალების გადაბეჭდვის წესი