ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, ტრანსგენდერი ქალის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

16 ოქტომბერი, 2016 • 1513
შსს-ს ცნობით, ტრანსგენდერი ქალის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსგენდერი ქალის დაჭრის საქმეზე ბრალდებული დაკავებულია. იგი 1985 წელსაა დაბადებული და წარსულში ნასამართლევია. ამჟამად კი პირობითი მსჯავრის ქვეშაა.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს ორთაჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ ზ.შ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული კი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ტრანსგენდერი ქალი 14 ოქტომბერს ორთაჭალაში დაჭრეს, იგი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი