ახალი ამბები

2016 წლის “საპატიო თბილისელები”

15 ოქტომბერი, 2016 • 2411
2016 წლის  “საპატიო თბილისელები”

 თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 15 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაული ფარგლებში საპატიო თბილისელები დააჯილდოვა

საპატიო თბილისელის წოდება 2016 წელს მიიღეს:

[checklist]

  • ექიმებმა- ლევან ჭაჭიაშვილმა და გელა მუხაშავრიამ;
  • ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ;
  • მსახიობებმა- ლალი ბადურაშვილმა,  ნოდარ მგალობლიშვილმა და თამარ
  • სხირტლაძემ;
  • ანსამბლ “ერისიონის” ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა  ჯემალ ჭკუასელმა;
  • ლოტბარმა და  მომღერალმა რობერტ გოგოლაშვილმა;
  • მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ;
  • მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ;
  • აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ;
  • მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა;
  •  მხატვარმამწერალმა, თეატრისა და კინოს რეჟისორმა  რევაზ გაბრიაძემ.

[/checklist]

საზეიმო ღონისძიება ილიას ბაღში გაიმართა. „საპატიო თბილისელის“ წოდება ტრადიციულად ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით დედაქალაქის და საქართველოს წინაშე, თუმცა  თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია შეფასების კრიტერიუმები, არც ის, კონკრეტულად ვინ მიიღო გადაწყვეტილება:

საპატიო თბილისელისდაჯილდოება თბილისობის განუყოფელი ნაწილია. ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს ჩაეყარა. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ და, ტრადიციულად, განსაკუთრებული პატივი მივაგეთ და დავაფასეთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, ღვაწლი, დამსახურებები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და ჩვენს დედაქალაქს, თბილისს, სრულიად საქართველოს ასახელებენ. ჩვენ მათსაპატიო თბილისელისწოდება მივანიჭეთ. განსაკუთრებული პატივით მინდა გავიხსენო ყველა ჩვენი საამაყო და საპატიო თბილისელი, რომელთაგან, სამწუხაროდ, ნაწილი ჩვენს გვერდით აღარ არის”. 

15-16 ოქტომბერს თბილისში “თბილისობის” დღესასწაული იმართება. თბილისობის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა დღეს, ხოლო 16 ოქტომბერს დაგეგმილი მოვლენების ანონსი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი