ახალი ამბები

თბილისობის დღესასწაულისთვის მერია მილიონზე ოდნავ მეტს დახარჯავს

15 ოქტომბერი, 2016 • 1479
თბილისობის დღესასწაულისთვის მერია მილიონზე ოდნავ მეტს დახარჯავს

15-16 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაული აღინიშნება. თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისი მერია მილიონზე ოდნავ მეტს დახარჯავს.

“დაახლოებით თბილისობის დღესასწაული სგამართვა, როგორც წესი, ერთი მილიონი ლარი ჯდება ხოლმე. ოდნავ მეტი, ასეთია წლევანდელი ბიუჯეტი და დაზუსტებულ ციფრებს მას შემდეგ, რაც ყველა ღონისძიება დასრულდება, ჩვენ გამოვაქვეყნებთ”, – განაცხადა ნარმანიამ 15 ოქტომბერს “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში.

ნეტგაზეთმა 14 ოქტომბერს მიმართა მერიის პრესსამსახურს კითხვით, თუ რა ოდენობის თანხები გამოყო მერიამ თბილისობისთვის და კონკრეტულად რა აქტივობებისთვის, თუმცა ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდეს, შესაბამისად, ზუსტი ციფრები ამ დრომდე უცნობია.

2015 წელს თბილისობის აღსანიშნავად მერიამ 977 000 ლარი გამოყო დედაქალაქის ბიუჯეტიდან.

რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღესასწაულის ფარგლებში, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

რა ქუჩებია გადაკეტილი თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნის გამო, ეს ინფორმაცია შეგიძლიათ აქ იხილოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი