ახალი ამბები

დაზუსტებული ამომრჩეველთა სია პირველი აგვისტოსთვის გამოქვეყნდება

6 ივლისი, 2012 •
დაზუსტებული ამომრჩეველთა სია პირველი აგვისტოსთვის გამოქვეყნდება

დღესვე კაციტაძემ კარდაკარის შედეგების რამდენიმე წინასწარ მონაცემზე  ისაუბრა.

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ რეგისტრატორების მიერ გადამოწმდა 3 მილიონ 437  314 საქართველოს მოქალაქე, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 99,2%-ია. დაახლოებით 27 000 ამომრჩეველი ჯერ კიდევ  გადასამოწმებელია.

“დამისამართების პრობლემის გამო დედაქალაქში, მაგალითად, მედეა ჩახავას 34–ში (ყოფილი პავლოვის 34–ში), ვერ განხორციელდა ჩვენი რეგისტრატორების შესვლა. ასევე საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალოს 12 საარჩევნო უბანზე ვერ მოხდა 14000 ამომრჩევლის სიაში აღრიცხვა”, – აცხადებს კაციტაძე და დასძენს, რომ მსგავსი მისამართები  კომისიისა და რეგისტრატორებისათვის დამატებითი ზრუნვის საგანი გახდება.

მისივე თქმით, რეგისტრატორთა მიერ კარდაკარის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა 16 ათასი გარდაცვლილი, რომლებიც შედიოდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ასევე კომისიამ საზღვარგარეთ მყოფთა კატეგორიაში შეიყვანა მინიმუმ 300 ათასი მოქალაქე, ხოლო ე.წ. “მიწერილების” კატეგორიაში 135 ათასი მოქალაქე მოხვდა. ჯამურად, ეს სამი სტატუსი დაახლოებით 450 ათას საქართველოს მოქალაქეს მოიცავს, რომელზეც შესაბამისი რეაგირება განხორციელდა”, – აღნიშნავს კაციტაძე და განმარტავს, რომ:

 

  1. სიებიდან გარდაცვლილებს ამოიღებენ;
  2. 300 ათასამდე ამომრჩეველს გაუკეთდება მინაწერი – არის საზღვარგარეთ, საზღვარგარეთ მყოფ პიროვნებას ხმის მიცემის უფლება არ ჩამოერთმევა;
  3. ხოლო ე.წ. მიწერილების კატეგორიაში მყოფი ამომრჩევლები ამომრჩეველთა ერთიანი სიებიდან გამოცალკევდებიან. მათთვის ცალკე მაგიდა იქნება ყველა საარჩევნო უბანზე და განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდება, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისათვის, ასევე ნებისმიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის.

ამომრჩეველთა სია
ამომრჩეველთა სია

მასალების გადაბეჭდვის წესი