ახალი ამბები

კოჟორიძის თქმით, საპარლამენტო არჩვენების დროს მთავარი პრობლემა იყო საარჩევნო სისტემა

10 ოქტომბერი, 2016 • 1273
კოჟორიძის თქმით, საპარლამენტო არჩვენების დროს მთავარი პრობლემა იყო საარჩევნო სისტემა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის ბრალია ის ფაქტი, რომ გამარჯვებულ პარტიას უბრალო უმრავლესობა არ მიუღია, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი შეიძლება ჰქონდეს.

“ამ არჩევნების მთავარი პრობლემა ნამდვილად არ იყო ის, რომ მოქალაქეებს თავისუფლად არ შეეძლოთ არჩევანის გაკეთება. არც ის ყოფილა, რომ ვიღაცამ თითქოს გააყალბა შედეგები (როგორც ზოგიერთნი ცდილობენ წარმოაჩინონ).

მთავარი პრობლემა იყო საარჩევნო სისტემა, რომელიც პრეზიდენტის მცდელობის მიუხედავად ვერ და არ შეიცვალა (მიზეზებს აღარ ჩავუღრმავდები). ფაქტია, რომ არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას არ მიუღია უბრალო უმრავლესობაც კი (50% + 1), მაგრამ შეიძლება ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა (75%-ზე მეტი). ფაქტია, რომ ამომრჩევლის ნება არ ყოფილა რომელიმე პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში მოყვანა, მაგრამ ეს მაღალი ალბათობით მოხდება და ამაში დამნაშავე ხალხი ნამდვილად არ არის.

ისინი კი, ვინც არჩევნების მეორე დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებებს გვიანონსებენ, იქნებ დაფიქრდნენ და სხვა ცვლილებებთან ერთად საარჩევნო სისტემის ცვლილებაც დაგვიანონსონ (მით უმეტეს, რომ ამ ცვლილების აუცილებლობაზე წლების წინ თავად საუბრობდნენ). ამას მე ხომ არ ვამბობ, ეს ისტორიული გამოცდილებით დადგენილი აქსიომაა, რომ როდესაც მოქალაქეთა ნება და მანდატების რაოდენობა ერთმანეთს არ შეესაბამება, ირღვევა ბალანსი და ჩნდება პოლიტიკური კრიზისების საფუძველი, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვლად არ სჭირდება. იმედი მაქვს, რომ არ მოხდება იმ შეცდომების გამეორება, რაც ჩვენს უახლეს ისტორიაშიც მრავლად მოიძებნება”, – წერს ფეისბუქზე კახა კოჟორიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი