ირაკლი ალასანიას განცხადებით, პარტია თავისუფალი დემოკრატები არჩევნებში დამარცხების შემდეგ რეორგანიზაციასა და განახლებას იწყებს. პარტია მოემზადება და გააგრძელებს ბრძოლას შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში. ალასანიამ თავად დროებით დატოვა პოლიტიკა.
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა პარტიის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მათ ხმების 4.62% მიიღეს.
პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დაფუძნდა 2009 წელს.
2012 წლის 21 თებერვალს ექვსი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დაფუძნდა კოალიცია „ქართული ოცნება“. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართულ ოცნებასთან”, რესპუბლიკელებთან, ეროვნულ ფორუმთან, კონსერვატორებთან და მრეწველებთან ერთად ხელი მოაწერეს კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციას. კოალიცია პარტიამ 2014 წლის 5 ნოემბერს დატოვა და დამოუკიდებლად გააგრძელა საქმიანობა.