ახალი ამბები

როგორ დაკომპლექტდება პარლამენტი, თუ ენმ მანდატებზე და მეორე ტურზე უარს იტყვის

10 ოქტომბერი, 2016 • 1607
როგორ დაკომპლექტდება პარლამენტი, თუ ენმ მანდატებზე და მეორე ტურზე უარს იტყვის

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები არჩევნების შედეგების გაბათილებას ვერ გამოიწვევს.

მიხეილ ბენიძის თქმით, თუ “ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ბოიკოტს გამოუცხადებს, მაშინ მათ ნაცვლად საუკეთესო შედეგის მქონე მომდევნო პარტიის კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას:

“საარჩევნო კოდექსით, ორი საუკეთესო შედეგის მქონე პარტია გადის მომდევნო ტურში. როგოც წესი, გადავა პირველი და მეორე საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, მაგრამ თუ რომელიმე კანდიდატი ბოიკოტის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო უარს იტყვის, მაშინ შემდეგი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში. ეს კანონის ზოგადი პრინციპია. ”

მისივე განცხადებით, თუ “ნაციონალური მოძრაობა” პროპორციული წესით მიღებულ მანდატებზე უარს განაცხადებს და პარლამენტში არ შევა, ეს პარლამენტს პრობლემებს არ შეუქმნის:

“ეს პოლიტიკური პროცესისთვის ძალიან ნეგატიური იქნება. ჩვენ დაახლოებით ისეთ პარლამენტს მივიღებთ, როგორიც 2008 -2012 წლებში გვქონდა. ამ მოწვევის პარლამენტში სერიოზული განხილვა არ ხდებოდა სხვადასხვა საკითხების და ძალიან სწრაფად მიიღებოდა კანონები. პოლიტიკური პროცესისთვის და თავად “ნაციონალური მოძრაობისთვის” კარგი იქნება პარლამენტში ჩაერთონ. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, “ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტით პარლამენტს, არ მგონია, სერიოზული ზიანი მიადგეს, არ მგონია, პარლამენტი ვერ შედგეს და ვერ იმუშაოს. უბრალოდ, ეს იქნება ერთპარტიული პარლამენტი, ან ისეთი პარლამენტი, სადაც ოპოზიციის ხმა ძლიერად არ არის წარმოდგენილი. არ მგონია, ეს მოსახლეობის დაკვეთა იყოს.”

მიხეილ ბენიძის თქმით, არ არსებობს იმის საკმარისი საფუძველი, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს:

“საარჩევნო უბნების  87,6 პროცენტზე ჰყავდა “ნაციონალურ მოძრაობას” წარმომადგენელი.  უბნების უმეტეს ნაწილში იმყოფებოდნენ პარტიების წარმომადგენლები. ამ უბნების 87,9 პროცენტზე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ საჩივარი საერთოდ არ დაწერილა. თუ მასობრივ პრობლემებს ჰქონდა ადგილი, მაშინ უნდა გვენახა მასობრივი რაოდენობით დაწერილი საჩივრები. არჩევნების ბათილობაზე გავლენა შეიძლება მაოხდინოს კენჭისყრის დღეს მიმდინარე პროცესმა, ან ხმის დათვლის პროცესში განვითარებულმა მოვლენებმა. ჩვენ ვნახეთ, რომ კენჭისყრის დღე და ხმის დათვლა, მიუხედავად რამდენიმე მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევისა, საერთო ჯამში, პოზიტიურად გაიმართა. ამ დარღვევებზე დაიწერა საჩივრები და მიმდინარეობს განხილვა,”- ამბობს ბენიძე და აღნიშნავს, რომ ბოიკოტი პარტიის საქმიანობის არც კონსტრუქციული  ფორმაა და არც საზოგადოების დაკვეთა.

ბენიძის ინფორმაციით,  ასევე გაისმა შეფასება, რომ არც ერთ საერთაშორისო და ადგილობრივ მისიას,”თავისუფალი და სამართლიანი” არ უწოდებია არჩევნებისთვის:

“ეს საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანაა. საერთაშორისო ორგანოზაციები, მაგალითად, ეუთო, ამ ტერმინებით არ აფასებს არჩევნებს, რადგან ეს ძალიან ფართო და სუბიექტური ინტერპრეტაციის ფრაზებია. ეუთო საკუთარი სტანდარტებით აფასებს არჩევნებს. მსოფლიო სტანდარტი არ არის ასეთი ცალსახა სიტყვები –  “თავისუფალი და სამართლიანი”.

8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც მოიცავს უბნების 99.92%-ის დათვლის შედეგებს, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,6 %  ხოლო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ- 27,14%. მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. აქედან  45 ოლქში ერთმანეთს “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები

მასალების გადაბეჭდვის წესი