ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსისთვის” მიუღებელია არჩევნების შედეგი, თუმცა აქციებს არ აანონსებენ

10 ოქტომბერი, 2016 • 1515
“პატრიოტთა ალიანსისთვის” მიუღებელია არჩევნების შედეგი, თუმცა აქციებს არ აანონსებენ

2016 წლის საპარლამენტო არჩვენების შედეგი “პატრიოტთა ალიანსისთვის” მიუღებელია, თუმცა აქციების გამართვას არ აპირებენ.

როგორც “ნეტგაზეთს “პატრიოტთა ალიანსიდან” განუცხადეს, ამ დროისათვის ისინი არ აპირებენ აქციების გამართვას. პარტიიდან აცხადებენ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს, პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს, სადაც პარტიის მომავალ გეგმებზე  და არჩევნების შედეგებზე ისაუბრებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგის მიხედვით დათვლილია 3699 საარჩევნო უბანი (99,92%). შედეგის მიხედვით, საქართველოს პარტიორთა ალიანსმა მიიღო 88 032 ხმა, რაც 5%-ს უდრის.

მასალების გადაბეჭდვის წესი