ახალი ამბები

საერთაშორისო მისია: ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს არჩევნები რისკის ქვეშ არ დაუყენებია

9 ოქტომბერი, 2016 • 1596
საერთაშორისო მისია: ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს არჩევნები რისკის ქვეშ არ დაუყენებია

ეუთო-ოდირის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა 9 ოქტომბერს თბილისში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ერთობლივი წინასწარი განცხადებa გააკეთეს.

პრესკონფერენციაზე, სადაც მედიის წარმომადგენლებს მისიის ხელმძღვანელებმა წინასწარი განცხადება გააცნეს,  დაესწრო საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელიც, თუმცა მას კომენტარი არ გაუეთებია. 

პრესკონფერენციაზე ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა, იგნასიო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომ არჩევნები კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში გაიმართა. თუმცა, სანჩეს ამორის თქმით, ადგილი ჰქონდა ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს, რომელმაც, მართალია, ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ რისკის ქვეშ არ დაუყენებია არჩევნები.

საერთაშორისო დამვირვებლები საუბრისას შეეხნენ გივი თარგამაძის ავტომობილის აფთქებას, კორცხელის ინციდენტს, ასევე, არჩევნების დღეს მარნეულში, სამეგრელოსა და ქუთაისში მომხდარ ინციდენტებს.

“მართლმსაჯულების სისტემამ უნდა მოახდინოს სწრაფი რეაგირება ამ დარღვევებზე,”- განაცხადა ემანუელის ზინგერისმა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხელმძღვანელობს. 

ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანა გომესმა აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკური აქტორისა და კომპეტენური პირების პასუხისმგებლობაა,  ყველაფერი გააკეთონ დაძაბულობის შესამცირებლად.

ანა გომესმა ასევე გაკვირვება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ გაიმართა დებატები ძირითად პარტიებს შორის.

“ჩვენ გაგვაოცა იმან, რომ ძირითადი პარტიების ლიდერებს შორის დებატები ვერ გაიმართა. შეიძლება ამას თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დებატები – ეს არის სწავლის პროცესი დემოკრატიაში. მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ მოუსმინონ პარტების პროგრამებსა და შეხედულებებს,”- განაცხადა ანა გომესმა პრესკონფერენციაზე.

გარდა ამისა, მისიის წარმომადგენლები შეეხნენ მედიის თავისუფლების საკითხსაც. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  მედიასაშუალებები, განსაკუთრებით კი სამაუწყებლო მედია, ხშირად პოლარიზებულად მიიჩნევა პოლიტიკური თვალსაზრისით.

განცხადებაში ვკითხულოთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სასამართლოს ქმედებებმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელობის საქმესთან დაკავშირებით ეჭვები წარმოშვა და რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოხსენიებულია, როგორც მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა,”- ვკთხულობთ ერთობლივ წნასწარ განცხადებაში.

თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ამჟამად სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვას ზეგავლენა არ მოუხდენია რუსთავი 2-ის შესაძლებლობაზე არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით.

“მასმედიის მფლობელობა არ უნდა დაექვემდებაროს ზეწოლას პოლიტიკური მიზნებისთვის,”- განაცხადა ემანუელის ზინგერისმა.

ზინგერისმა ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია ფარული კადრების გავრცელება.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პაოლო ალიმ განაცხადა, რომ ამ არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვნად ახალისებს მათ, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას:

“ადგილი ჰქონდა გარკვეულ ხარვეზებს კამპანის მსვლელობისას. ზოგადად, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგიონში არის ლიდერი დემოკრატიის ტრანსფორმაციის კუთხით,”- განაცხადა პაოლო ალიმ.

გარდა ამისა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ისაუბრეს იმ ხარვეზებზეც, რომლებიც ხმის დათვლის პროცესს ახლდა თან. კერძოდ, იმ უბნების 31%-ში, სადაც დაკვირვება მიმდინარეობდა, ხმის დათვლა ცუდად, ან ძალიან ცუდად შეფასდა. იქვე აღნიშნულია, რომ ხმების დათვლის უარყოფითი შეფასებები უფრო მეტად საუბნო სარჩევნო კომისიების მხრიდან პროცედურების დაუცველობით იყო გამოწვეული, ვიდრე განზრახ გაყალბებით.

“არჩევნების უსაფრთხოების საკთხი კენჭისყრის დასასრულისთვის წამოიჭრა ხმის დათვლის დროს, როცა ძალადობრივმა დაპირისპირებამ ამ პროცესს ხელი შეუშალა ოთხ საარჩევნო უბანზე. ერთ საუბნო საარჩევნო კომისიაში საჭირო გახდა ხმის დათვლის შეჩერება მანამდე, ვიდრე არ აღდგა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების და ამომრჩევლების უსაფრთხოება. ორ საარჩევნო უბანზე ძალადობრივი თავდასხმის გამო განადგურდა საარჩევნო მასალები, დაშავდნენ მოქალაქეები და საერთაშორისო დამკვირვებლები, დათვლის პროცესი შეჩერდა და, საბოლოო ჯამში, შედეგები გაუქმდა,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია წარმოდეგენილია 14 ექსპერტით დედაქალაქში და 26 გრძელვადიანი დამკვირვებლით, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან გადანაწილებული. კენჭისყრის დღეს 420 დამკვირვებელი 39 ქვეყნიდან იქნა მივლენილი, რომელთა შორისაა 324 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიდან, ასევე 37-წევრიანი დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, 28-წევრიანი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, 17-წევრიანი დელეგაცია ნატოდან და 13- წევრიანი დელეგაცია ევროპარლამენტიდან. გახსნის პროცესს 162 საარჩევნო უბანზე, ხოლო კენჭისყრას – 1,520 საარჩევნო უბანზე დააკვირდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხმების დათვლაზე დაკვირვება 147 საარჩევნო უბანზე განხორციელდა, დაჯამებას კი 58 საოლქო საარჩევნო უბანში დააკვირდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი