ახალი ამბები

IRI: საპარლამენტო არჩევნებმა ასახა ქართველი ამომრჩევლის ნება

9 ოქტომბერი, 2016 • 1401
IRI: საპარლამენტო არჩევნებმა ასახა ქართველი ამომრჩევლის ნება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესმა მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა.

“შიდა და გარე პოლიტიკური დაძაბულობისა და მუსმივი ზეწოლის გათვალისწინებით, მისასალმებელია ქართველი ამომრჩევლის მონაწილეობა ამ არჩევნებში, როგორც ამომრჩევლებლად, ისე კანდიდატებად,” – განაცხადა IRI-ის პრეზიდენმა, მარკ გრინმა.

IRI-ის დამკვირვებელთა ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი უმეტესწილად კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა ერთეულმა შემთხვევებმა დააზარალა მშვიდობიანი გარემო. დამკვირვებლების განცხადებით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციური პარტიის ლიდერის მანქანის აფეთქების ფაქტმა პარტიებს შორის არსებული დაძაბულობა და უნდობლობა კიდევ უფრო გაზარდა. ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დროულად გამოიძიოს მომხდარი და დასაჯოს დამნაშავეები, რათა დემოკრატიულ პროცესები საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

IRI განსაკუთრებულ წუხილს გამოთქვამს “უნდობლობის პრაქტიკასთან” დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ყოფილი ასისტენტი, NED-ის გამგეობის წევრი, ბერი ჯექსონი აცხადებს, პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა მოსახლეობაში არჩევნების მიმართ უნდობლობა გააჩინეს ერთმანეთის მისამართით სისტემურად გამოთქმული ბრალდებებით, რაც შემდეგში უკვე საარჩევნო უბნებზე მათი წარმომადგენლების ურთიერთობებშიც აისახა.

მცირე წინსვლას ხედავენ დამკვირვებლები ქალთა პოლიტიკაში ჩართვის საკითხში, თუმცა გაუმჯობესებას უფრო მეტი ცვლილება სჭირდება. IRI-ის ერთ-ერთი ხელმძღავანელის, ჯუდი ვან რესტის თქმით, ქალთა ჩართულობა და ქალების საარჩევნო პროპორციულ სიებში ყოფნა არასაკმარისია, რადგან მათი მცირე რაოდენობა პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს და ისინი, სავარაუდოდ, ვერ მიიღებენ საპარლამენტო მანდატებს სიებში ნუმერაციის გამო.

IRI-ის დამკვირვებელთა თქმით, შეიმჩნევა გაუმჯობესება საარჩევნო ადმინისტრაციული პროცედურების კუთხით, თუმცა კითხვებს აჩენს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი.

IRI-ის რეკომენდაიცებბი 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ასეთია:

  • გაუმჯობესდეს საარჩევნო უბნების ინფრასტრუქტურა.
  • გაუმჯობესდეს გარემო შშმ პირთა და ხანდაზმული ამომრჩევლებისათვის.
  • უნდა გამარტივდეს და გაუმჯობესდეს ხმების დათვლის პროცედურები, რათა შემცირდეს მისი ხანგრძლივობა
  • პარლამენტმა უნდა შეისწავლოს წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესუსრის ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტები
  • ცესკო-მ უნდა გააფართოოს ის ტერიტორია, სადაც შეუძლებელი იქნება არჩევნების დღეს აგიტაციის წარმოება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანი დამკვირვებლები რჩებიან საქართველოში და აგრძელებენ არჩევნების შემდგომი პროცესებისა და მეორე ტურების დაკვირვებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი