ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, მარნეულში დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

9 ოქტომბერი, 2016 • 1532
ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, მარნეულში დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ორგანიზაციის ერთ-ერთ დამკვირვებელს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, 37-ე საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის თავჯდომარემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ცენტრის ინფორმაციით, დაზარალებუბლმა შენიშნა, რომ ამომრჩეველს კონვერტის გარეთ გატანა სურდა, რის შესახებაც შენიშვნა მისცა კომისიის თავმჯდომარეს. საპასუხოდ, კომისიის თავმჯდომარემ, თაია ძველიევმა და მისმა მოადგილემ, სამედ გაჯიევმა დამკვირვებელს უყვირეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უბანზე მომხდარი ინციდენტი გადაიღო საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღავნელის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია პოლიციას და ცესკოს მიაწოდეს. ორგანიზაციის დაზარალებული დამკვირვებელი და მოწმეები მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის პოლიციის განყოფილებაში 8 ოქტომბერს, საღამოს 19:00 საათიდან გვიან ღამემდე, 01.00 სააღამდე იკითხებოდნენ. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის I ნაწილით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შსს-ს, სწრაფად მოახდინოს რეაგირება ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე და პასუხისგებაში მიცეს მარნეულის 35-ე საარჩევნო ოლქის, სოფელ ქეშალოს 37-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე.

“ამავე ფაქტზე ადმინისტრაციული წესით სასწრაფო რეაგირება უნდა მოახდინოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, რომელმაც გუშინ, სამწუხაროდ, მედიის წინაშე უარყო დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი,” – აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი