ახალი ამბები

დაპირისპირება ენის ბარიერის გამო იორმუღანლოსა და კაზლარის საარჩევნო უბნებზე [ფოტო]

8 ოქტომბერი, 2016 • 1555
დაპირისპირება ენის ბარიერის გამო იორმუღანლოსა და კაზლარის საარჩევნო უბნებზე [ფოტო]

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების – იორმუღანლოსა და კაზლარის საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში, დღეს, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის პერიოდულად კამათი და სიტყვიერი დაპირისპირებაა იმის გამო, რომ საარჩევნო პროცესი აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობს.

თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები  ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან. შესაბამისად, კომისიის წევრებისა და ამომრჩევლის საუბარი ნებისმიერ საკითხზე ამავე ენაზე ხდება. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების უმეტესობა უბნებზე ქართულენოვანია.

დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ნებისმიერი რეპლიკა თუ კომენტარი, რომელსაც კომისიის წევრები თანასოფლელი ამომრჩევლების მისამართით იყენებენ, მათთვის გაუგებარია.

“დილით კომისიის წევრმა ამომჩეველს კაბინაში შესვლამდე აზერბაიჯანულად “41” ნომერი უკარნახა, მაგდენი აზერბაიჯანული კი გავიგე. შესაბამისად, როცა შენიშვნა მივეცი, კომისიის თავმჯდომარე გამოესარჩლა და მთელ უბანზე მიყვიროდა, რომ ვცდები და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია”, – ამბობს დამკვირვებელი “პატრიოტთა ალიანსიდან” ნეტგაზეთთან საუბარში.

კომისის თავმჯდომარე იმრან ველიევი კი აცხადებს, რომ “კომისიის წევრს არ უკარნახია ამომრჩევლისთვის არაფერი, მხოლოდ მიუთითა, რომ შესულიყო კაბინაში და რომელი კანდიდატიც სურდა, ის შემოეხაზა”.

მსგავს ფაქტებზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა საჩივრები დაწერეს.

14572161_10210860478138701_4101679866482186352_n

14646772_10210860934990122_1791542280_o

14625591_10210859446432909_913534638_o

14618846_10210860926349906_2106840634_o

14632699_10210859451353032_391105952_o

14572580_10210861786691414_1999863955_o

14572641_10210861784531360_1439706279_o14646748_10210861784611362_1453183346_o

14646770_10210861788451458_396125490_o

საგარეჯოს N23 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობენ “პატრიოტთა ალიანსიდან”- ირმა ინაშვილი, “ერთანი ნაციონალური მოძრაობიდან” -ზურაბ ჭიაბერაშვილი, “ქართული ოცნებიდან”- რომან მუჩიაშვილი, „პაატა ბურჭულაძე ‐ სახელმწიფო ხალხისთვის“- თორნიკე ჩუნთიშვილი, „ნინო ბურჯანაძე ‐ დემოკრატიული მოძრაობიდან“ – ალექსანდრე ჩაფიძე, „საქართველოს კომუნისტური პარტია ‐ სტალინელებიდან“- იური ყვარელაშვილი და საინიციატივო ჯგუფიდან- კაზანფარ მამედოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი