ახალი ამბები

Fitch-მა თიბისი ბანკის რეიტინგი აამაღლა

26 ივნისი, 2012 • 1429
Fitch-მა თიბისი ბანკის რეიტინგი აამაღლა

TBC
TBC

 გრძელვადიანი რეიტინგი (Long Term Issuer Default Rating) გაიზარდა ‘B+’ დან ‘BB-‘ მდე, მდგრადობის რეიტინგი (Viability Rating) კი ‘b+’ დან ‘bb-‘ მდე, ხოლო გრძელვადიანი რეტინგის პროგნოზი განისაზღვრა როგორც ‘სტაბილური’.

Fitch–ის თანახმად, თიბისი ბანკისთვის რეიტინგების აწევა ფინანსურმა სიძლიერემ განაპირობა, რაც გამოიხატება კაპიტალიზაციისა და ლიკვიდურობის მაღალ მაჩვენებლებში. სააგენტო ასევე მიიიჩნევს, რომ ბანკმა მნიშვნელოვნი პოზიტიური ცვლილებები შეიტანა მმართველობის სტრუქტურისა და რისკ-მენეჯმენტის გამუჯობესების თვალსაზრისით.

Fitch-ის აზრით, რეიტინგის შემდგომი ზრდა შესაძლებელი იქნება ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ზრდასთან ერთად, რომელიც ამჟამად არის ასევე ‘BB-‘.

 

თიბისი ბანკისთვის მიმდინარე რეიტინგები Fitch–ის მიხედვით:

         გრძელვადიანი რეიტინგი (Long-Term IDR): გაიზარდა ‘B+’ დან ‘BB-’ მდე

         მოკლევადიანი რეიტინგი (Short-Term IDR): დადასტურდა ‘B’

         მდგრადობის რეიტინგი (Viability Rating): გაიზარდა ‘b+’ დან ‘bb-’ მდე

         მხარდაჭერის რეიტინგი (Support Rating): დადასტურდა ‘4’

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ვებ-გვერდს: www.fitchratings.com  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი