პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნოდ მოსახლეობას მიმართავს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს:
“საქართველოში ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ხალხი ამ ძალაუფლებას არჩევნების გზით ახორციელებს. ამიტომ ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო, ჩვენ მივდივართ არჩევნებზე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი და გავაძლიეროთ დემოკრატია. თავისუფალი ხალხი თავისუფალ არჩევნებზე განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. ამიტომ მივიდეთ არჩევნებზე და ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა 7 ოქტომბერს.
პრეზიდენტმა წინაასაარჩევნო პერიოდში ახალგაზრდების მონაწილეობით სპეციალური კამპანიაც აწარმოა, რომლის ფარგლებშიც ახალგზარდები მოსახლეობას არჩევნებში მათი მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრებოდნენ.
2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება. მეცხრე მოწვევის პარლამენტში დეპუტატებისთვის განკუთვნილი 150 პროპორციული და მაჟორიტარული მანდატის მოსაპოვებლად 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი, 816 მაჟორიტარი კანდიდატი იბრძვის.