თუ თქვენ აპირებთ 2016 წლის 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არ იცით, სად მდებარეობს თქვენი საარჩევნო უბანი, მიჰყევით ქვემოთ მოყვანილ ინსტრუქციას:
- შეამოწმეთ თქვენი თავი ამომრჩეველთა სიაში.
ამისთვის ეწვიეთ ამომრჩეველთა სიას http://voters.cec.gov.ge და იპოვეთ, სად ხართ რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიის ვებგვერდზე თქვენი მონაცემების შეყვანის შემდეგ თქვენს შესახებ ასეთი მონაცემი დაგხვდებათ:
2. დააწკაპუნეთ ისრით მონიშნულ ციფრებთან. ეკრანზე გამოჩნდება იმ საარჩევნო უბნის მისამართი, სადაც უნდა მიხვიდეთ ხმის მისაცემად.
3. უბნის და ოლქის ნომერი, რომელშიც აძლევთ ხმას:
პირველ ილუსტრაციაში, ისრით ნაჩვენებ ადგილას თქვენ ხედავთ ციფრებს, რომელზეც მოცემულია იმ საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი, რომელშიც აძლევთ ხმას. მაგალითად, ილუსტრაციაზე ნაჩვენები ამომრჩევლის ნომერი: 15.08.03 ნიშნავს, რომ ამ ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს თბილისი მე-15 საოლქო კომისიის მე-3 უბანზე. 08 ამ შემთხვევაში ნიშნავს დიდუბეს, [ქალაქის რაიონი, მუნიციპალიტეტი [ვთქვათ, გურჯაანის მუნიციპალიტეტი];
4. მაჟორიტარობის კანდიდატები თქვენს საარჩევნო ოლქებში
თუ არ იცით, ვინ არიან თქვენს საარჩევნო ოლქში სხვადასხვა პარტიების მიერ წარდგენილი ან დამოუკიდებელი კანდიდატები, თბილისში რეგისტრირებულმა ამომრჩევლებმა შეგიძლიათ გაიგოთ ამ მისამართზე. ხოლო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლები ინფორმაციას იპოვით აქ.
[checklist]
- ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ თვალი ადევნეთ netgazeti.ge-ზე განახლებად რეჟიმში.
- თუ საარჩევნო უბნებზე შეამჩნიეთ რაიმე დარღვევა, ან იციდენტის თვითმხილველი გახდით, დაგვირეკეთ, ან გამოგვიგზავნეთ ფოტო, ან ვიდეო, ან მოკლე ინფორმაცია:
- email: info@netgazeti.ge netgazeti.ge@gmail.com, ტელეფონი: [032]2 960830
[/checklist]