ახალი ამბები

ქუთაისში ცოლის დაჭრის საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს

7 ოქტომბერი, 2016 • 991
ქუთაისში ცოლის დაჭრის საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს

ქუთაისში ცოლის დაჭრის ფაქტზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს, აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციელია, რასაც ამყარებს ის ფაქტი, რომ გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად პროკურატურა აწარმოებს.

“ნეტგაზეთი” საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა საქმის გარემოებების დაზუსტების მიზნით, თუმცა უწყება ჯერ ვერ სცემს ჩვენს კითხვებს პასუხს.

დაშავებული ქალი ქუთაისში მდებარე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გუშინ საღამოს თავის არეში დაზიანებეით გადაიყვანეს, განგვიცხადეს  “ევექსში”, რომელიც ინტერვენციული მედიცინის ცენტრს ფლობს. დაზარალებული დღესაც საავადმყოფოში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი