2016 წლის საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობენ კანდიდატები, რომლებსაც დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფულადი თანხა ბანკის ნაცვლად სახლში, სეიფში ან საიმედო ადგილას აქვთ გადანახული, თუნდაც საქმე ათი, ასი ათასობით ან მილიონობით ფულად თანხას შეეხებოდეს.
კანდიდატებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფულადი თანხის სახით მილიონობით ლარს ფლობდნენ. მაგალითად, დამოუკიდებელი კანდიდატი ქობულეთის ოლქში ლეონიდ ჩერნოვეცკი ნაღდი ფულადი თანხის სახით 5 მილიონ დოლარსა და 2 მილიონ ევროს ფლობს, რაც დაახლოებით 17 მილიონი ლარის ეკვივალენტია.
გთავაზობთ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე იმ კანდიდატთა ჩამონათვალს, ვისაც დეკლარაციის შევსების დროს ყველაზე დიდი ოდენობით ნაღდი ფულადი თანხა ჰქონდა.
ქვემოთ მოყვანილი მონაცემები არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ქონებრივ დეკლარაციებს ეყრდნობა, რომლებიც კანდიდატებმა 2016 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეში შეავსეს.
ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტი კანდიდატი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” (9 კანდიდატი) და “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” (8 წევრი) მიერაა დასახელებული.
ჩამოთვლილი კანდიდატების უმეტესობა ყოფილი თანამდებობის პირები ან მოქმედი ბიზნესმენები არიან
ქვემოთ მოცემული თანხები არა მარტო არჩვენებში მონაწილე კანდიდატებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც ეკუთვნის, რაც დეკლარაციებშია მითითებული:
საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი.